სიახლეები

სფფ-ის ხელმძღვანელები "ლესიჭინე 2016"-ის ფეხბურთელებს შეხვდნენ

გაუზიარე

სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ლესიჭინეში ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებს შეხვდნენ და მათი სავარჯიშო პირობებითა და სამომავლო მიზნებით დაინტერესდნენ.

"ლესიჭინე 2016" წელს შეიქმნა და ერთ-ერთია იმ ახალი საფეხბურთო გუნდებიდან, რომლებიც წელს პირველად ასპარეზობენ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში.

შეგახსენებთ, რომ მეორე ლიგის გათამაშება 1 სექტემბერს დაიწყო და მასში 65 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის 22 გუნდი ახალი შექმნილია.