სიახლეები

ქართლოსის თასი 2016

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
11 სექტემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის გარდამავალი თასი გაიმართა, რომელიც რეგიონში უკვე მეორე წელია ტარდება და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. ტურნირში ზედა სიმონეთიდან, ქვედა სიმონეთიდან და ბარდუბნიდან 8 საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ბარდუბნისა და ზედა სიმონეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბარდუბნის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5:0 დასრულდა. ფინალური დაპირისპირების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ახალგაზრდული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მისმა თანაშემწემ გიორფი ჭიაბრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.