10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეხუთე ტურის სამი მატჩი გაიმართა.
„ცხინვალმა“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი, ლოკომოტიველთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს, მე-10 წუთზე თავი გეგა დიასამიძემ გამოიჩინა. მე-60 წუთზე კი, მან დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში ცხინვალელთა ვეტერანმა ფორვარდმა, ჯაბა დვალმა, 77-ე წუთზე დააფიქსირა.
უხვგოლიანი გამოდგა ბოლნისში „თამაზ სტეფანიაზე“ გამართული მატჩი. მასპინძელმა „სიონმა“ „ზუგდიდი“ სამბურთიანი სხვაობით 4-1 დაამარცხა. ბოლნისელთათვის მიმდინარე ჩემპიონატში ეს პირველი გამარჯვება იყო. ისინი 3 ქულით მე-6 ადგილზე არიან, მე-7 პოზიციაზე კი, „ზუგდიდია“.
გაიმარჯვა ლანჩხუთს „გურიამაც“. გურულებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღეს და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. ეს სამი ქულა ლანჩხუთელთათვის პირველია, მანამდე მათ ორი ფრე ჰქონდათ ნათამაშები და შესაბამისად 5 ქულით მეოთხე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი მიმდინარე ჩემპიონატში არასტაბილურად ასპარეზობენ და ორი ქულით ბოლო, მეშვიდე პოზიციას იკავებენ.
უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება.
ცხინვალი - ლოკომოტივი 1-2
თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო
ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი (75’ კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (58’ მაქაცარია), სულთანიშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, დვალი, კახელიშვილი (46’ შინდაგორიძე)
მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, გეთიაშვილი, გაბაძე, ჩიტეიშვილი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, კიკაბიძე (46’ ქიქავა), არადაზიშვილი (46’ ზარანდია), ჩაგელიშვილი (82’ ცხადაძე)
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, გ. კიკაჩეიშვილი
გაფრთხილება: 45’ ხიდეშელი (ლოკომოტივი), 52’ სულთანიშვილი (ცხინვალი), 67’ გაბაძე (ლოკომოტივი), 90’ ნადირაძე (ცხინვალი)
გოლები: 0-1 დისამიძე (10), 0-2 დიასამიძე (60), 1-2 დვალი (77)
გურია - ტორპედო 2-1
ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“
გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (90’ გელაშვილი), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი, ჭედია (80’ ფელიპე), დინიზი (86’ იმნაძე), მურაშოვი)
მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
ტორპედო: კვასხვაძე, კოლინი, გურული, ტაბატაძე, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, დოლიძე, ენდელაძე (46’ კვერნაძე), ფალავანდიშვილი, ბრეგვაძე (76’ წილოსანი), კაპანაძე (71’ კვარაცხელია)
მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, დ. კურტანიძე, ტ. რუხაია
გაფრთხილება: 56’ იმერლიშვილი (გურია), 56’ კვერნაძე (ტორპედო), 60’ ჭეიშვილი (გურია), 67’ ბაბუნაშვილი, 90’, 90’ კვარაცხელია (ორივე ტორპედო)
გაძევება: 90’ კვარაცხელია (ტორპედო)
გოლები: 1-0 მოროზენკო (26), 1-1 კვერნაძე (55), 2-1 ჩადუნელი (68)
სიონი - ზუგდიდი 4-1
ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“
სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, ხურცილავა (67’ გიორბელიძე), თოთაძე, კასრაძე, ძარია, ჯანელიძე, გაფრინდაშვილი, სუშკინი (71’ ჟადერი), ვოლკოვი (88’ კალონასი), კობახიძე
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, დინ-კონტე, აქუბარდია, ბამბა, ბეჭვაია, ტყემალაძე, წურწუმია, გ. სამუშია (58’ მაჩაიძე), ედგარ კაპარაკოსი, ერმაჩენკო (46’ ჯავაშვილი)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ვადაჭკორია
გაფრთხილება: 57’ დინ-კონტე, 67’ ბამბა, 73’ ნარმანია (სამივე ზუგდიდი)
გოლები: 1-0 ძარია (30), 2-0 სუშკინი (45), 3-0 კობახიძე (59), 3-1 ნარმანია (75), 4-1 ჯანელიძე (90)
ფოტო: www.fcloco.ge, www.fcsionibolnisi.com
გაუზიარე