6-8 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
6 სექტემბერს ორი შეხვედრა ჩატარდა. „ჰერეთმა“ „ლანჩხუთს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი, 65-ე წუთზე ნინო ჩხარტიშვილმა გაიტანა. უხვგოლიანი გამოდგა „აჭარისა“ და ქუთაისის „მართვეს“ დაპირისპირება. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა და ქუთაისლებმა მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები დაკარგეს.
დარჩენილი ერთი შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართა. თბილისის „35 სკოლამ“ ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 3-2 დაამარცხა მეტოქე.
6 ტურის შემდეგ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს 18 ქულით კვლავ ქუთაისის „მართვე“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი, 12 ქულით ხაშურის „ივერიაა“. გათამაშეშების შემდეგი ტურის მატჩები 21 სექტემბერს გაიმართება.
ქსკ ჰერეთი - ქსკ ლანჩხუთი 0-1
ლაგოდეხი, ცენტრალური სტადიონი
ქსკ ჰერეთი: ნადირაშვილი, სუხაშვილი, კვალიაშვილი, ხუნაშვილი, გარეევა, ქადაგიშვილი, ყარალაშვილი, ბიგვავა, თ. ბაქრაძე, სხირტლაძე, ციცვიძე
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი
ქსკ ლანჩხუთი: ურუშაძე (46’ გაბუნია), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი, კალანდაძე, გოგეშვილი, ნარსია, შურღაია, წოწერია (60’ ჯიჯიეშვილი), საღრაძე
მსაჯები: გ. მაჩიტიძე, მ. ტურიაშვილი, ნ. მირიანაშვილი
გაფრთხილება: 38’ თ. ბაქრაძე (ქსკ ჰერეთი), 50’ წოწერია (ქსკ ლანჩხუთი), 65’ სუხაშვილი, 86’ გარეევა (ორივე ქსკ ჰერეთი)
გოლი: 0-1 ჩხარტიშვილი (65)
ქსკ აჭარა - ქსკ მართვე 2-2
ბათუმი, „ბაკური“
ქსკ აჭარა: ყურაშვილი, ს. ანთაძე, რიჟამაძე, დ. ანთაძე (46’ ხავთასი), ლ. ანთაძე (65’ ვარშანიძე), მახარაძე, დოლიძე, ართმელაძე (77’ თავართქილაძე), ბაჯელიძე, აბაშიძე, კახიძე
მსაჯები: ბერიკა ჭუმბურიძე
ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, ჭაუტიძე, ჯანელიძე, შონია (46’ სინატაშვილი), სტურუა (68’ დვალიშვილი), ხაბურზანია, ხვედელიძე (59’ ჯინჯიხაძე), შენგელია, გურგენიძე, გორგაძე, გასვიანი
მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი
მსაჯები: ა. მესხი, მ. ჭკადუა, გ. ქირია
გაფრთხილება: 44’ კახიძე, 50’ რიჟამაძე (ორივე ქსკ აჭარა)
გოლები: 0-1 შენგელიანი (57), 1-1 დოლიძე (62), 2-1 ხავთასი (72), 2-2 ხაბურზანია (82)
ქსკ 35 ს.ს - ქსკ ივერია 3-2
თბილისი, „მარაკანა“
ქსკ 35 ს.ს: საბიაშვილი, ჯანიკაშვილი, რაუხი, მიქაძე, კულდონაშვილი, ხარიშვილი (71’ კენჭოშვილი), ჯავოიანი (42’ მწყერაშვილი), ეპიტაშვილი (88’ ბოლქვაძე), დანელია, დიმოპული, კირვალიძე
მთ. მწვრთნელი: ანატოლი კანდალია
ქსკ ივერია: გონგლაძე, მანიაშვილი (46’ ხარაზაშვილი), ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გიორგაძე, ტაბატაძე, თევდორაძე, ზაქაიძე, ჭუჭულაშვილი, მაია ნასყიდაშვილი, ლომიძე
მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე
მსაჯები: დ. ფიფია, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი
გაფრთხილება: 20’ ჯავოიანი, 26’ კირვალიძე (ორივე ქსკ 35 ს.ს) 37’ ნ. გელაშვილი (ქსკ ივერია)
გოლები: 0-1 ჭუჭულაშვილი (3), 1-1 კირვალიძე (30), 2-1 კულდონაშვილი (43), 3-1 კირვალიძე (55), 3-2 ზაქაიძე (75)
ქალთა ნაკრები
გაუზიარე