სიახლეები

ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

5 სექტემბერს, დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყების წინ ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ზურაბ ხიზანიშვილს ნაკრებში 16-წლიანი თამაშისათვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ხიზანიშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.