4 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა და მეტოქის კარის აღება აღარ გასჭირვებია. გიორგი ყიფიანის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო და 29-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გაბრიელ საღრიშვილმა შეასრულა.
მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა და უპირატესობას კვლავ ჯვაროსნები ფლობდნენ. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე დაფიქსირდა. ნიკა კვანტალიანმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ლიტველთა მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა. დარჩენილ დროში ქართველებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველო U19 - ლიტვა U19 3-0
საქართველო U19: ისიანი, ლოჩოშვილი (80’ ხუბაშვილი), ფიფია (60’ კობოური), ჩოგაძე (60’ კვანტალიანი), ჩაკვეტაძე (71’ ქოჩორაშვილი), ფოჩხუა (71’ ნინუა), მალი (71’ ტაბატაძე), კუცია (71’ ვარძელაშვილი), ყურშავიშვილი, საღრიშვილი (60’ გოგილაშვილი), ბუღრიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა U19: შიაულისი (46’ ტუპლიკასი), ვორონკო (80’ გიედრაიტისი), სირვისი, იურგილასი (18’ დაულიკასი), მედელინსკასი, კუბილინსკასი (55’ კონიკასი), სტოჩკუნასი, ვიტკუსი (46’ დუბიცკასი), სუნელაიტისი (63’ სკარჟაუსკასი), კლონიუნასი, ანტანავიჩიუსი (46’ ჰოტუზი)
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, დავით გაბისონია, ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 34’ ვორონკო, 37’ კლონიუნასი, 54’ ლოჩოშვილი, 62’ ჩაკვეტაძე
გოლები: 1-0 საღრიშვილი (10), 2-0 საღრიშვილი (პენ) (29), 3-0 კვანტალიანი (69)
გაუზიარე