სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრების მზადება

გაუზიარე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდი წყალტუბოშია დაბინავებული და ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. საქართველო - ხორვატიის დაპირისპირება 6 სექტემბერს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
გია გეგუჩაძემ ესტონეთთან სტუმრად 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ ნაკრებს ოთხი ფეხბურთელი დაამატა - დინამოელი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, მარტვილის "მერანის" ფლანგელი აკაკი შულაია, ქუთაისის "ტორპედოს" მცველი ანრი ჭიჭინაძე და უნგრული "ჰონვედის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), აკაკი შულაია (მერანი);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), რომან ჭანტურია (ჰონვედი, უნგრეთი).