სიახლეები

ცვლილებები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესი 4 სექტემბერს, 17.45 წუთზეა დაგეგმილი. ეროვნული ნაკრებიდან, 21 წლამდე გუნდში გადაინაცვლა გიორგი პაპუნაშვილმა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ფეხბურთელი, 21 წლამდე ნაკრების დასკვნითი მატჩისთვის ახალაგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადება.დღეს, ეროვნულ გუნდს გიორგი აბურჯანია გამოაკლდა. ფეხბურთელმა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო საწვრთნელი პროცესის გაგრძელება. 4 სექტემბერს, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, პრესკონფერენციაზე უპასუხებენ. გთავაზობთ მზადების დასკვნითი დღის სრულ განრიგს.
4 სექტემბერი
12.00 ავსტრიის ნაკრების პრესკონფერენცია - „დინამო არენა“13.00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია - „დინამო არენა“17.45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)19.00 ავსტრიის ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)
მედიის წარმომადგენლები,რომლებმაც წარმატებით გაირეს აკრედიტირების პროცესი, აკრედიტაციების მისაღებად, გთხოვთ მობრძანდეთ „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში, კვირას, 4 სექტემბერს, დილით 11 საათიდან.
2016 წლის, პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, 5 სექტემბერს, 20 საათზე, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ "დინამო არენაზე" შედგება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)