სიახლეები

17-წლამდელებმა სირენკას თასზე გამოსვლა დაასრულეს

გაუზიარე
3 სექტემბერს, პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო მატჩი გამართა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი მესამე ადგილისთვის ფინეთის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფინელებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს და 3-0 იმარჯვეს.

საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა - 1 მოიგეს, 1 ფრე (მარცხი პენალტებით) და 1 წააგეს და რვაგუნდიან ტურნირში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.