სიახლეები

საქართველო - ავსტრია: ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების განრიგი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 5 სექტემბერს თბილისში ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 29 აგვისტოდან სასტუმრო „ჰუალინგში“ შეკრებაზე იმყოფება. ამ დროისთვის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 27 ფეხბურთელია. უკვე ცნობილია ორშაბათს დაგეგმილ მატჩში მონაწილე ორივე ნაკრების ოფიციალური ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების განრიგი.
4 სექტემბერი
12.00 ავსტრიის ნაკრების პრესკონფერენცია - „დინამო არენა“13.00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია- „დინამო არენა“17.45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)19.00 ავსტრიის ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)

მედიის წარმომადგენლები,რომლებმაც წარმატებით გაირეს აკრედიტირების პროცესი, აკრედიტაციების მისაღებად, გთხოვთ მობრძანდეთ „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში, კვირას, 4 სექტემბერს, დილით 11 საათიდან 17 საათამდე.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)