სიახლეები

სფფ-ის აკადემიის მატჩები

აკადემია
გაუზიარე
2 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე და 15-წლამდე ლიგები იწყება.

17-წლამდელთა ჩემპიონატში სფფ-ი აკადემიის 15-წლამდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტურში მათი მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იქნება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება, სფფ-ის აკადემიის
14-წლამდე გუნდს, ისინი 15-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას და პირველ ტურში მათი მეტოქეც საჩხერის „ჩიხურა“ იქნება. 14-წლამდელთა მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის აკადემიის ორივე მატჩი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება