1 სექტემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა.
ჯვაროსნები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 6 სექტემბერს, ზესტაფონში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ესტონეთი U21 - საქართველო U21 0-1
ტალინი, „ა ლე კოკ არენა“
ესტონეთი U21: იგონენი, ოიამაა, ავილოვი, მაგი, პაიუ (69’ აინსალუ), ლივაკი, კაიტი, კირსი, მილერი (83’ კაუბერი), როოსნუოპი (81’ სინიავსკი), კუუსკი
მთ. მწვრთნელი: მარტინ რეიმი
საქართველო U21: კუპატაძე, ჩაბრაძე, უბილავა, ტაბიძე, ცინცაძე, გვილია, არაბული (89’ ლობჯანიძე), კაჭარავა (72’ ზივზივაძე), კიტეიშვილი, ცნობილაძე, ხარაიშვილი (66’ გოროზია)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მსაჯები: რობ ჰარვი, ემეტ დაინანი, დეარა კიგანი, ბერნარდ კონოლი
გაფრთხილება: 11’ პაიუ, 75 კირსი
გოლი: 0-1 კაჭარავა (39)