სიახლეები

19-წლამდელები ლიტვისთვის ემზადებიან

გაუზიარე

1 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ მატჩიწინა ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ 2 და 4 სექტემბერს 19-წლამდელები ლიტველ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. ორივე შეხვედრა 17:30 წუთზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გიორგი ყიფიანის გუნდი საბრძოლო განწყობაზეა და ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ჯვაროსნებს ერთადერთი დანაკლისი აქვთ, ტრავმის გამო მათ ბექა ქავთარაძე ვერ დაეხმარება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო)

მცველები: დავით კობოური (დინამო თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო თბილისი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი)

თავდამსხმელები: სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო თბილისი)