საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სირენკას თასზე ნახევარფინალური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე რუმინეთის 17-წლამდე ნაკრები გახლდათ. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. პენალტების სერია კი, რუმინელებმა უკეთ შეასრულეს და 4-2 იმარჯვეს.
გურამ ასპინძელაშვილის გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩს 3 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი, მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველო U17 - რუმინეთი U17 0-0 (პენ. 2-4)
საქართველო U17: ბულისკერია, კვარაცხელია (55’ კაპანაძე), გელაშვილი, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი (54’ გულიაშვილი), მექვაბიშვილი, ლორდქიფანიძე, ბაბუნაძე (54’ გრძელიძე), დავითაშვილი, ხარაბაძე, გაბუნია (41’ ივანიაძე)
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაუზიარე