სიახლეები

19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

გაუზიარე

ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიტველ თანატოლებთან 2 და 4 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

გიორგი ყიფიანის გუნდი მატჩებისთვის 29 აგვისტოდან ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. 1 სექტემბერს 18:00 საათზე კი, ჯვაროსნები მატჩისწინა ვარჯიშს „მიხეილ მესხზე“ გამართავენ. ვარჯიშის საწყისი 15 წუთი მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშზევე გაიცემა მატჩზე დასასწრები მედია და ფოტო აკრედიტაციები.