სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

გაუზიარე
1 სექტემბერს ტალინის "ა ლე კოქ არენაზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ესტონეთთან. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
დღეს გია გეგუჩაძემ გუნდი მატჩამდე ბოლოჯერ ავარჯიშა. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, ერთადერთი, თბილისის "დინამოს" მცველი თორნიკე კირკიტაძეა დანაკლისი, რომელმაც ფეხის ტკივილის გამო ვერც დღეს ივარჯიშა და მისი ესტონეთთან თამაში საბოლოოდ გამოირიცხა.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).