სიახლეები

მეორე ლიგის გათამაშება იწყება

გაუზიარე
1 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშება იწყება. წლეულს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში გუნდების უპრეცენდენტო რაოდენობა იღებს მონაწილეობას. გათამაშებაში მონაწილე 65 გუნდი ტერიტორიული პრინციპით 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ტურნირი 1 სექტემბერს დაიწყება, ორ წრედ ჩატარდება და ჯგუფების გამარჯვებულები ზედა დივიზიონში დაწინაურდებიან, თითოეული ჯგუფიდან 5-5 გუნდი კი ადგილს შეინარჩუნებს.
პირველი ტურის მატჩები 1 და 2 სექტემბერს გაიმართება.