30 აგვისტოს, ნიონში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე საქართველოს თბილისის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდი წარმოადგენს. დინამოელები გათამაშებაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან.
თბილისელთა მეტოქე ყაზახური ალმაატის „კაირათი“ იქნება. პირველი შეხვედრა თბილისში 28 სექტემბერს გაიმართება, განმეორებითი კი, 19 ოქტომბერს ალმაატაში.
ფოტო: www.uefa.com
გაუზიარე