საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება.
30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც ქალთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა - ნინო ჩხარტიშვილმა მიიღო მონაწილეობა. თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ლიახვი - ლოკომოტივისიონი - კოლხეთი 1913ბორჯომი - დინამო თბკოლხეთი ხობი - ჩიხურაოდიში 1919 - ტორპედოსულორი - გურიაჩხერიმელა - სამტრედიამერანი - დილა
მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება. მეოთხედფინალის შევხედრები 19 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 2 ნოემბერს შედგება. შეგახსენებთ,რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.