სიახლეები

17-წლამდელთა პირველი მეტოქე ჩრდ. ირლანდიაა

გაუზიარე
აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან მოგებული ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ (3:1 და 4:1), საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ტრადიციულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
2016 წლის "სირენკას თასზე" რვა ქვეყნის ნაკრებია მიწვეული: საქართველო, ნორვეგია, ლატვია, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, უკრაინა, რუმინეთი და მასპინძელი პოლონეთი.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდი პირველ მატჩს 30 აგვისტოს, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო მეტოქე კი სწორედ ამ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული - ასეთია გათამაშების სისტემა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 1 სექტემბერს რუმინეთ-უკრაინის წყვილიდან ერთ-ერთს შეხვდება.

დარჩენილი ორი წყვილი კი ასეთია: ნორვეგია - ლატვია, პოლონეთი - ფინეთი.