სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე  ს.კ. „ზესტაფონის“ საფეხბურთო მოედანზე გამართეს. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე 21 ფეხბურთელი იყო. ნაკრების პირველ ვარჯიშს ხუთი ლეგიონერი: ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია,  ოთარ კაკაბაძე და გიორგი მაკარიძე არ ესწრებოდნენ. ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს ხვალიდან შეუერთდებიან. ვლადიმირ ვაისს ავსტრიასთან მატჩში ტრავმის გამო ორი მოთამაშე გამოაკლდა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას აღნიშნული მიზეზით ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე გამოტოვებენ. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორ სასტუმრო „ჰუალინგში“ იცხოვრებს. 

უკვე ცნობილია ოფიციალური ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების ჩატარების განრიგი.

4 სექტემბერი, კვირა

12.00 ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკოფენრენცია - დინამო არენა
13.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - დინამო არენა
17.45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ვარჯიში ღიაა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისათვის საწყისი 15 წუთი)
19.00 ავსტრიის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა (ვარჯიშია ღიაა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისათვის საწყისი 15 წუთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 5 სექტემბერს, საქართველო-ავსტრიის მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა 1 სექტემბრამდე უნდა მიმართონ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)