სიახლეები

უმაღლესი ლიგა: მე-4 ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა.

ცენტრალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. „რამაზ შენგელიაზე“ იმერულ დერბში ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, საჩხერლებმა მოახერხეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მათი მხრიდან დუბლით საბა ლობჟანიძე გამოირჩა, ერთი გოლიც ბესიკ დეკანოიძის ანგარიშზეა.

დაძაბული გამოდგა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი. სადაც ერთმანეთს გორის „დილა“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, გოლი თემურ ღონღაძის ანგარიშზეა. სწრაფმა გოლმა ბოლნისელები არ დააბნია და მათ მალევე, ირაკლი ძარიას გოლით აღადგინეს წონასწორობა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა მატჩის უკანასკნელ წუთზე მოახერხა, მნიშვნელოვანი გოლი ალეკო გამცემლიძემ გაიტანა.

მე-4 ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა: შუქურა - ცხინვალი 1-3, ლოკომოტივი - გურია 2-1, კოლხეთი ფ - საბურთალო 1-0, ზუგდიდი - დინამო ბთ 0-2.


ზუგდიდი - დინამო ბთ 0-2

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, დინ-კონტე, აქუბარდია, ბამბა, ზოზულია (64’ კუკავა), ტყემალაძე, გ. სამუშია, იოსელიანი (57’ თუთბერიძე), ედგარ კაპაროსი (73’ ბეჭვაია), ერმაჩენკო

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირი ლიუტი

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, გოგიტიძე, თევდორაძე (77’ ჭკუასელი), ფონიავა, მარიანოვიჩი (55’ კვანტალიანი), ლობჯანიძე (88’ ვარშანიძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯები გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 66’ კუკავა, 82’ დინ-კონტე (ორივე ზუგდიდი), 89’ ტიმოფეევი (დინამო ბთ)

გოლები: 0-1 შონია (58), 0-2 კვანტალიანი (79)



დილა - სიონი 2-1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, ლომიძე, სამხარაძე, რაზმაძე, წიქარიძე, მიზრაჩი (70’ ერისთავი), გამცემლიძე, ნონიკაშვილი, მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: ნანიევი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე, ძარია, ჯანელიძე (90’ ვასაძე), ჟადერი, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (75’ ვოლკოვი), კობახიძე (66’ უგულავა)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. ჩიგოგიძე, მ. კუპატაძე, შ. ქუხილავა

გაფრთხილება: 14’ ღონღაძე, 75’ ნონიკაშვილი (ორივე დილა), 76’ თოთაძე (სიონი), 79’ ერისთავი, 90’ გამცემლიძე (ორივე დილა)

გოლები: 1-0 ღონღაძე (2), 1-1 ძარია (14), 2-1 გამცემლიძე (90)


კოლხეთი ფ - საბურთალო 1-0

ფოთი, „პარკი არენა“

კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, ოზარკივი (46’ ჯღამაია), კერძევაძე, ჟიშკარიანი, კორობკა, ნიქაბაძე (28’ ლუკავა, 77’ კაკულია)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

საბურთალო: გოშაძე, გრიგალაშვილი, ხოსე კარასკო, მარველაშვილი, ჩაბრაძე, იაშვილი (84’ რუხაძე), ხარაიშვილი, ელვინი (77’ გონსალვესი), ხუანფრი, ფანცულაია (68’ კოხრეიძე), სანტი ხარა

მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამშვილი, დ. გაბისონია, ბ. გლუშჩუკი


ტორპედო - ჩიხურა 0-3

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძე, კოლინი, გურული, ქიმაძე (75’ საღრიშვილი), ტაბატაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (53’ მესხი), დოლიძე, ტუღუში, ფალავანდიშვილი, კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი, ლობჟაბიძე, ივანიშვილი (73’ გორგიაშვილი), მუმლაძე (46’ დეკანოიძე), სარდალიშვილი (68’ ლექვთაძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები:
ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ლ. თოდრია, გ. ყრუაშვილი, დ. სანოძე, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 23’, 78’ ტუღუში (ტორპედო), 32’ რეხვიაშვილი (ჩიხურა)

გოლები: 0-1 ლობჟანიძე (69), 0-2 დეკანოიძე (84), 0-3 ლობჟანიძე (89)


ლოკომოტივი - გურია 2-1

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (19’ ზარანდია), ხიდეშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, გ. დიასამიძე, უბილავა (61’ სამურკასოვი), არდაზიშვილი (73’ ჩიტეიშვილი), ჩაგელიშვილი

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, კაბორე, ნოზაძე (85’ ნ. დიასამიძე), ფელიპე (80’ ჭედია), მოროზენკო, კირტკიტაძე, სტეფნიაშვილი (41’ ჭეჭელაშვილი), დინიზი

მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლეშიჩინსკი

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი. ლ. სილაგავა

გაფრთხილება: 30’, 88’ კაბორე (გურია), 31’ არდაზაშვილი, 58’ უბილავა, 61’ კლიმიაშვილი (სამივე ლოკომოტივი), 64’ მეგრელიშვილი (გურია), 73’ სამურკასოვი, 90’ გ. დიასამიძე (ორივე ლოკომოტივი)

გოლები: 0-1 დინიზი (10), 1-1 გ. დიასამიძე (22), 2-1 ცინცაძე (ს.კ) (70)



შუქურა - ცხინვალი 1-3

ქობულეთი, „ჩელე არენა“

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, არზიანი, კუტალია, შალამბერიძე (46’ კონიეა), საბაძე (61’ გურული), კომახიძე, ბერიაშვილი (67’ ომანიძე), ჩელებაძე, მამულაშვილი

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ცხინვალი: ნადირაძე, თომაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (88’ გელაშვილი), სულთანიშვლი, ქარდავა, მახარობლიძე (90’ კასრელიშვილი), დვალი, კახელიშვილი (84’ მაქაცარია)

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ა. კოკაია, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 16’ კუტალია, 30’ ჩელებაძე, 33’ მამულაშვილი (სამივე შუქურა), 54’ კახელიშვილი, 72’ ცერცვაძე (ორივე ცხინვალი)

გოლები: 0-1 დვალი, 0-2 მახარობლიძე, 0-3 დვალი (58), 1-3 კუტალია (69)


ფოტო: www.fczugdidi.ge, www.fcloco.ge