სიახლეები

უმაღლესი ლიგა - მე-4 ტური

გაუზიარე

27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართება.

ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. იმერულ დერბიში ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლები თბილისის „დინამოსთან“ ერთად 7 ქულით თეთრ ჯგუფს ლიდერობენ, ქუთაისელებს კი, 2 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორშიც, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს. ბოლნისელებმა გარდამავალი ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს და სამ ჩატარებულ შეხვედრაში ნული ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხებათ, მასპინძლებს მათ მიმდინარე ჩემპიონატში ორი შეხვდრა გამართეს, აქედან ერთი მოიგეს და შესაბამისად სამი ქულა აქვთ.

მეოთხე ტურის დარჩენილ შეხვედრებში ქობულეთისშუქურა“ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება, ფოთის კოლხეთი“ „საბურთალოს“, „ლოკომოტივი“ „გურიას“, „ზუგდიდი“ კი, ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.



ტორპედო - ჩიხურა

ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 19:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ლ. თოდრია, გ. ყრუაშვილი, დ. სანოძე, ჯ. ხორავა



ლოკომოტივი - გურია

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:30

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, ლ. სილაგავა



შუქურა - ცხინვალი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:30

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ა. კოკაია, პ. მაჭარაძე



დილა - სიონი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:30

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. ჩიგოგიძე, მ. კუპატაძე, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)



კოლხეთი ფ - საბურთალო

ფოთი, "პარკი არენა", 17:30

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. გაბისონია, ბ. გლუშჩუკი


ზუგდიდი - დინამო ბთ

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 17:30

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი), გიორგი ქავთარაძე (დინამო ბთ)