25 აგვისტოს თბილისის „დინამომ“ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გამართა. თესალონიკის სტადიონ „ტუმბაზე“ გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. „პაოკმა“ ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანა. ანგარიში მე-5 წუთზე როდრიგესმა გახსნა. მეორე გოლი 45-ე წუთზე გავიდა, ბერძნებმა ჯერ პენალტი ვერ გამოიყენეს, შემდეგ კი, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში ცაველასმა გადაგზავნა.
ორი მატჩის ჯამში თბილისის „დინამო“ 5-0 დამარცხდა და ევროტურნირებს ნაადრევად გამოეთიშა.
პაოკი - დინამო თბ 2-0
თესალონიკი, „ტუმბა“
პაოკი: გლიკოსი, ლეო მატოსი, ლეოვაჩი (65’ კიციუ), ჯალმა კამპოსი, პერეირა, კრესპო (76’ ვარელა), სიმირო, როდრიგესი, შახოვი (57’ ბისესვარი), ცაველასი, კანიასი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი
დინამო თბ: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ცინცაძე (74’ ველევი), დვალიშვილი (77’ მიქელთაძე), პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (62’ ჭანტურიშვილი), პარუნაშვილი, მიკელ ალვარო, რენე, სპიჩიჩი
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია), ანდრეას ჰეიდენრიხი (ავსტრია), მაქსიმილიან კოლბიხი (ავსტრია), იულიან ვეინბერგერი (ავსტრია)
გაფრთხილება: 39’ მიკელ ალვარო, 62’ დვალიშვილი, 63’ პარუნაშვილი (სამივე დინამო თბ)
გოლები: 1-0 როდრიგესი (5), ცაველასი (45)
გაუზიარე