საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ესტონეთში წასაყვან შემადგენლობას საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე დაამატა.
ჩვენი 21-წლამდე გუნდი 29 აგვისტოს გაემგზავრება ტალინში, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩაატარებს ესტონეთთან.6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს.
გაუზიარე