საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდებმა ლაგოდეხის შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩები გამართეს.
2001 წელს დაბადებულთა გუნდი ჰერეთის აკადემიის 2000 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს დაუპირისპირდა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს. სფფ-ის აკადემიიდან თავი გაგუამ გამოიჩინა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს გიორგი ნემსაძის გუნდი, 26 აგვისტოს აზერბაიჯანულ სუმგაითის აკადემიასთნ გამართავს.
სფფ-ის აკადემია U15: ჩიკაშუა, გულხადარაშვილი, ტალახაძე, მიქაუტაძე, ოდიშელიძე, აშორდია, ჩოთალიშვილი, მესიაჩენკო, ქვარაია. კაპანაძე, ჭანია
შეცვლაზე შემოვიდნენ: გაგუა. გოგოლაძე, ბოჭორიშვილი, მიქაია, მემარნე, ლაფაური
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გოლი: გაგუა
მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა სფფ-ის აკდემიის 14-წლამდე გუნდმა. მათი მეტოქე თელავის „კახეთი“ გახლდათ. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ჟივიძის ანგარიშზეა. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი მომდევნო სპარინგს 26 აგვისტოს ჰერეთის აკადემიასთან გამართავენ.
სფფ-ის აკადემია U14: კაპანაძე, ვოსკანოვი, ტოფაძე, ტეფნაძე, მირზიკაშვილი, ტალახაძე, შალიკაშვილი, თავზარაშვილი, კვარაცხელია, ჟივიძე, დვალი
შეცვლაზე შემოვიდნენ: უგრეხელიძე, მარტყოფლიშვილი, ლატარია, სიჭინავა, რობაქიძე, გაგნიძე, ტოხაძე, ჩინჩალაძე.
მთ. მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი
გოლი: ჟივიძე
დამაჯერებლად გაიმარჯვა სფფ-ის აკადემიის 13-წლამდე გუნდმა. მათი მეტოქეც 14-წლამდელების მსგავსად თელავის „კახეთი“ იყო. 13-წლამდელებმა მეტოქე 7:0 დაამარცხეს. თითო-თითო გოლი მეხტიევმა, ონიანმა, პაპავამ, მაყიშვილმა გაიტანეს, ხოლო დეისაძე სამი გოლით გამოირჩა. გიორგი მოდებაძის გუნდი მეორე ამხანაგურს 26 აგვისტოს ჰერეთის აკადემიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სფფ-ის აკადემია U13: ვიბლიანი, აბჟანდაძე, ფერცულიანი, ტაგორაშვილი, ჩუბინიძე, მეხტიევი, პაპავა, მაყიშვილი, ონიანი, კოტია, დეისაძე
შეცვლაზე შემოვიდნენ: ბეჭვაია.ხაბაზი
გოლები: მეხტიევი, ონიანი, პაპავა, მაყიშვილი, დესაძე (3)
მთ. მწვრთნელი: გიორგი მოდებაძე
აკადემია
გაუზიარე