სიახლეები

თასი: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

გაუზიარე

24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე დაძაბული შეხვედა ზუგდიდში გაიმართა. „ბაიას“ ბაზაზე ადგილობრივი „ოდიში 1919“ და „გარდაბანი“ დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კვლავ ზუგდიდელები დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გარდაბნელებმა გათანაბრება მოახერხეს. მასპინძლები ამ გოლმაც არ დააბნია და შეხვედრის ბოლო, 120-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

დამაჯერებლად იმარჯვა „ბორჯომმა“. კობა თედიაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე „საპოვნელას“ უმასპინძლმა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და დარჩენილ დროში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს ხობის „კოლხეთიც“. გია გურულის შეგირდება საკუთარ მოედანზე უმაღლეს ლიგელი „ცხინვალი“ მიიღეს და 2-0 გაიმარჯვეს. გოლები ბექა ბაკურაძისა და ცოტნე ბუკიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გუშინ გაიმართა და ასე დასრულდა:
გაგრა - გურია 1-2, ჭიათურა - კოლხეთი ფ 0-3, ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი 0-1, იმერეთი - სიონი 1-2, სამგურალი - ტორპედო 1-4, მერანი - დინამო ბთ 2-0, ლიახვი - შუქურა 2-0, სულორი - ზუგდიდი 1-0, ჩხერიმელა - საბურთალო 2-1.

პირველი ეტაპის 12 გამარჯვებული გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს სადაც მათ ის გუნდები დაემატებიან, რომლებიც საქართველოს ევრო თასებზე წარმოადგენდნენ.
თასის გათამაშების ამ ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს გაიმართება.