სიახლეები

17-წლამდელთა მეორე გამარჯვება

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან და ამჯერად 4:1 დაამარცხა. ორი დღის წინ გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 3:1 სძლია მეტოქეს.

მეორე მატჩმაც ქართველთა უპირატესობით ჩაიარა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა.

ჩვენი გუნდიდან გოლებით ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი (ორჯერ) და ნიკოლოზ ქუთათელაძე გამოირჩნენ, რასაც მეტოქემ მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხა.

საქართველო
U17 - აზერბაიჯანი U17 4-1

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო U17: მეგრელიშვილი (41’ მამარდაშვილი), ჯინჯოლავა (72’ გაბედავა), დავითაშვილი (62’ ქუთათელაძე), ივანიაძე (55’ გაბუნია), გრძელიძე (41’ გულიაშვილი), გელაშვილი (41’ ხვედელიძე), კაკაურიძე (41’ ბაბუნაძე), მექვაბიშვილი (62’ ჯანაშია), ჩიქოვანი (41’ ლორთქიფანიძე), ჯავახიშვილი (55’ ხარაბაძე), კვარაცხელია (55’ კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

აზერბაიჯანი U17: თუნჯერი
(76’ ზულფუგარლი), ალიევი (62’ აბასლი), ვალიზადე (68’ მაჰმუდოვი), სეიდოვი, გულიევი, მუსტაფაიევი (55’ გურბანოვი), მაჰმუდოვი, მარდანოვი, მუშტაგოვი, სადიხოვი, მაჰარამლი (32’ ალიბეილი)

მთ. მწვრთნელი: რაფიგ მირზაევი

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, დავით ჩიგოგიძე, დავით ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 19’ მარდანოვი, 38’ ვალიზადე, 40’ მუსტაფაიევი, 52’ ბაბუნაძე, 58’ სეიდოვი, 80’ მაჰმუდოვი

გაძევება: 80’ მუსტაგოვი

გოლები: 1-0 დავითაშვილი (13), 1-1 მუსტაგოვი (52), 2-1 გულიაშვილი (54), 3-1 გულიაშვილი (61), 4-1 ქუთათელაძე (78)

29 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება და სირენკას თასზე მიიღებს მონაწილეობას.


Created with flickr slideshow.