23-24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველი ეტაპი გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას 14 პირველი ლიგისა და 10 უმაღლესი ლიგის გუნდი მიიღებს. 12 გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს სადაც მათ ის 4 კლუბი დაემატებათ, რომლებიც საქართველოს ევრო ტურნირებზე წარმოადგენდნენ.
23 აგვისტოს პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართება და ყველა მათგანი 16:30 წუთზე დაიწყება.
სამგურალი - ტორპედო
იმერეთი - სიონი
მერანი - დინამო ბთ
ჩხერიმელა - საბურთალო
ლიახვი - შუქურა
გაგრა - გურია
ჭიათურა - კოლხეთი ფ
ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი
სულორი - ზუგიდი
24 აგვისტოს დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება და ისინიც 16:30 წუთზე დაიწყება.
ბორჯომი - საპოვნელა
ოდიში 1919 - გარდაბანი
კოლხეთი ხ - ცხინვალი
გაუზიარე