სიახლეები

მედიის წარმომადგენლების საყურადღებოდ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისში, "დინამო არენაზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრები შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს 29 აგვისტოდან დაიწყებს.

საქართველო-ავსტრიის მატჩის აკრედიტაციის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. აკრედიტაციის მოთხოვნა 1 სექტემბრამდე შეგიძლიათ. აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია წერილობით დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მედია აკრედიტაციების გაცემა კი, 4 სექტემბერს მოხდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 171761