სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა ოთხშაბათს გაიმართება

სფფ
გაუზიარე
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტურის მატჩებში, „სქური“ - „სულორი“ და „გაგრა“ - „საპოვნელა“, მოხდა გათამაშების დებულების დარღვევა. „სულორმა“ და „გაგრამ“ განახორციელეს 5-5 შეცვლა, ნაცვლად დებულების 4.14 მუხლით გათვალისწინებული 3-3 შეცვლისა. საკითხი განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას ოთხშაბათის სხდომაზე მიიღებს. მომხდარის მიზეზს და მატჩების მომსახურე ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის სფფ-ის შესაბამისი სამსახური.