სიახლეები

ბათუმის დინამო წითელ ჯგუფში გალიდერდა

გაუზიარე

20 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩეპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფის 5 მატჩი გაიმართა. თეთრი ჯგუფის დარჩენილი ერთი შეხვედრა კი, 21 აგვისტოს გაიმართება. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს „ცხინვალი“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა. „საბურთალომ“ „მიხეილ მესხზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 1 ქულის მოპოვება მოახერხა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა 4 გოლი იხილა. სამტრედიელები პირველი ტაიმის 2 წუთიან მონაკვეთში 2 ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, 37-ე და 38-ე წუთებზე რაჟამაშვილმა და შერგელაშვილმა გაიტანეს. იმერელთა სამწუხაროდ, მათ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და მატჩის მეორე ნახევარში თბილისელებმა ანგარიში გაათანაბრეს. სხვაობა 59-ე წუთზე, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა შეამცირა. საბოლოო ანგარიში კი, 84-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა დააფიქსირა.

დაძაბული გამოდგა ქობულეთში გამართული შეხვედრაც. „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. აჭარლებმა ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხეს, ისინი მე-2 წუთზე თეიმურაზ შონიამ დააწინაურა. გორელები სწრაფმა გოლმა არ დააბნია და ტაიმის მიწურულს მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავი გიორგი ერისთავმა გამოიჩინა. შეხვედრის მეორე ნახევარში ბათუმლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და 3 ტურში დაგროვებული 7 ქულით გათამაშების სათავეში მოექცნენ.

მე-3 ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: ჩიხურა - ლოკომოტივი 3-2, სიონი - კოლხეთი ფ 0-2, გურია - შუქურა 0-0.


საბურთალო - სამტრედია 2-2

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საბურთალო: გოშაძე, თედორე გრიგალაშვილი, კარასკო, მარგველაშვილი (80’ ფანცულაია), ჩაბრაძე, იაშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, ელვინი (57’ ცაწკრიალაშვილი), ხუანფრი, სანტი ხარა (68’ კოხრეიძე)

მთ. მწვრთნელი:
პაბლო ფრანკო

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი (66’ მჭედლიშვილი), სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (86’ ჯიქია), გამყრელიძე, მანჯგალაძე, არაბული (75’ მარკოზაშვილი), ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები:
გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ი. კვირიკაშვილი, შ. ქუხილავა, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 26’ სანდოხაძე, 52’ მანჯგალაძე, 71’ მიგინეიშვილი (სამივე სამტრედია), 89’ თედორე გრიგალაშვილი (საბურთალო)

გოლები: 0-1 რაჟამაშვილი (37), 0-2 შერგელაშვილი (38), 1-2 ხარაიშვილი (პენ) (59), 2-2  ბიძინაშვილი (84)


დინამო ბთ - დილა 3-1

ქობულეთი, „ჩელე არენა“

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, გეგჭკორი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, ფონიავა (75’ ვარშანიძე), მარიონოვიჩი (46’ კვანტალიანი), ლობჯანიძე (46’ თევდორაძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე, ერისთავი (57’ მიზრაჩი), წიქარიზე (46’ ლომიძე), გამცემლიძე (81’ ჩახვაშვილი), ნონიკაშვილი, მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, დ. სანოძე

გაძევება: 90’ ქავთარაძე (დინამო ბთ), 90’ კვახაძე (დილა)

გოლები: 1-0 შონია (2), 1-1 ერისთავი (45), 2-1 შონია (50), 3-1 კვანტალიანი (77)



ჩიხურა - ლოკომოტივი 3-2

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი, ლობჟანიძე, ივანიშვილი, გაბედავა, მუმლაძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდეშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, უბილავა, ქიქავა, ჩაგელიშვილი

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, ბ. ნინუა

გაფრთხილება: 45’ გიორგი რეხვიაშვილი, 80’ თორნიკე გრიგალაშვილი (ორივე ჩიხურა)

გოლები: 1-0 თორნიკე გრიგალაშვილი (36), 2-0 ლობჟანიძე (54), 2-1 ჩაგელიშვილი (79), 3-1 ლობჟანიძე (90), 3-2 ხიდეშელი (90)




სიონი - კოლხეთი ფ 0-2

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: ილიუშენკოვი, ხურცილავა, სვანიძე, თოთაძე, კასრაძე (67’ სიხარულიძე), ძარია, ჯანელიძე (75’ შინდაგორიძე), ვასაძე, უგულავა (58’ ლობჯანიძე), ვოლკოვი, კობახიძე

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ქებურია, ბოლქვაძე, ოზარკივი (90’ ლუკავა), კერძევაძე, ივაკო (62’ ჟიშკარიანი), კორობკა (81’ გედენიძე), ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ლ. სილაგავა, ი. უკლება, ს. სპიცინი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 38’ ქებურია (კოლხეთი), 62’ ვასაძე (სიონი), 78’ ოზარკივი, 89’ თებიძე (ორივე კოლხეთი)

გოლები: 0-1 რამალდანოვი (63), 0-2 კილასონია (74)



გურია - შუქურა 0-0

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე (46’ ჭეჭელაშვილი), მეგრელიშვილი, ჩადუნელი, თევზაძე, კაბორე, ფელიპე, მოროზენკო, იური (53’ დიასამიძე), დინიზი (76’ იმნაძე)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ მახარაძე

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, არზიანი (67’ მალანია), კუტალია, შალამბერიძე (63’ ომანიძე), საბაძე, კომახიძე, ბერიაშვილი, ჩელებაძე, მამულაშვილი (76’ ჩაჩუა)

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. აფციაური, გ. დოგრაშვილი

გაფრთხილება: 36’ მირცხულავა (შუქურა), 40’ თევზაძე, 58’ იმერლიშვილი, 62’ კაბორე (სამივე გურია), 65’ არზიანი, 90’ ომანიძე (ორივე შუქურა), 90’ დიასამიძე (გურია)


ფოტო: www.fcsaburtalo.ge, www.dinamobatumi.com, www.fcchikhura.ge, www.fcsionibolnisi.com