სიახლეები

თსუ-მ ჯგუფური ეტაპი მოიგო

ფუტსალი
გაუზიარე
17-დან 20 აგვისტომდე ფინეთის ქალაქ იულივიესკაში უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის მატჩები გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონმა „თსუმ" პირველი შეხვედრა 17 აგვისტოს შოტლანდიის „ვოტსელთან“ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 12:4 დაამარცხა. უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, რომელიც 18 აგვისტოს ჩატარდა„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" გუნდი მალტის „ვალეტას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 6-0 გაიმარჯვა.
მესამე შეხვედრა 20 აგვისტოს ჩატარდა. თბილისელები მასპინძელ გუნდს „სიევი ფუტსალს“ დაუპირისპირდნენ და 5:4 დაამარცხეს მეტოქე.
ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ჩემპიონმა ძირითადი ეტაპის საგზური მოიპოვა. ძირითადი ეტაპის მეორე ჯგუფის თამაშები მაკედონიაში 11-დან 16 ოქტომბრამდე ჩატარდება, სადაც მასპინძელ „ჟელეზიჩართან" ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონი „არაზ ნახიჩევანი" იასპარეზებს . ჯგუფის მეოთხე მონაწილე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის H ჯგუფის გამარჯვებული იქნება.