18 აგვისტოს, თბილისის „დინამომ“ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ბერძნულ „პაოკს“ უმასპინძლეს და 0-3 დამარცხდნენ. სტუმრებმა ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში მოახერხეს, მე-20 წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავური დარტყმით ლეო მატოსი გამოეხმაურა. დარჩენილი ორი ბურთი „პაოკმა“ თამაშის მიწურულს გაიტანა, 71-ე და 83-ე წუთებზე დედაქალაქელთა კარი კრესპომ და პერეირამ აიღეს.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.
უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა, სალონიკში 25 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
დინამო თბ - პაოკი 0-3
18 აგვისტო, თბილისი, "დინამო არენა"
დინამო თბ: სკრიბე, ჭელიძე, ამისულაშვილი, რენე, ლობჟანიძე (58’ თევზაძე), ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე (70’ ალვარო), ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (63’ დვალიშვილი)
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
პაოკი: გლიკოსი, ლეოვაჩი, ცაველასი, კრესპო, მატოსი, კამპოსი (81’ ფერეირა), შახოვი (68’ ბისესვარი), ციმიროტი, როდრიგესი, ჩარისისი (46’ კანასი), ათანასიადისი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი
მსაჯები: ლირან ლიანი (ისრაელი), დავიდ ბიტონი (ისრაელი), ნისან დავიდი (ისრაელი), მენაშე მასია (ისრაელი)
გაფრთხილება: 56’ ლეო მატოსი (პაოკი), 77’ პარუნაშვილი, 69’ რენე (ორივე დინამო თბ)
გოლი: 0-1 ლეო მატოსი (20), 0-2 კრესპო (71), 0-3 ფერეირა (83)
სფფ-ის პრესსამსახური
გაუზიარე