სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდების საყურადღებოდ

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. ეროვნული პირველობის ჩატარება იგეგმება რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით.

მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა, გთხოვთ, მიმართოთ ოფიციალური წერილით სფფ-ის ასოციაციების საკოორდინაციო განყოფილებას 24 აგვისტოს ჩათვლით.
სფფ-ის პრესსამსახური