სიახლეები

17-წლამდელების ორი სპარინგი აზერბაიჯანთან

გაუზიარე

21 და 23 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია.
გურამ ასპინძელაშვილი დღეიდან შეკრებს გუნდს და მზადებას დაიწყებს. აზერბაიჯანთან ორი სპარინგის შემდეგ, 29 აგვისტოს ჩვენი 17-წლამდე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: დიმა ბულისკირია (დინამო), გიორგი მამარდაშვილი (დინამო), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);
მცველები: არჩილ ბასარია (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), საბა გაბედავა (დინამო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო), ივანე ოქროპირიძე (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), ზურა დავითაშვილი (დინამო), ლუკა ჩიქოვანი (დინამო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო);
თავდამსხმელები: თემურ გაბუნია (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (სფფ-აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე გობრონიძე (ლოკომოტივი).

სფფ-ის პრესსამსახური