სიახლეები

მსაჯთა შეკრება-სემინარები

გაუზიარე

21 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით უმაღლესი და პირველი ლიგის მსაჯებისათვის ურეკში შეკრება-სემინარი გაიმართა, რომელსაც 4 დღის განმავლობაში უეფას მსაჯთა კოორდინატორი იორნ ვესტ ლარსენი ესწრებოდა. უეფას მსაჯთა კოორდინატორი სემინარის მონაწილეებს წესებში მომხდარი ცვლილებების შესახებ ესაუბრა. იორნ ვესტ ლარსენი ქობულეთში გამართულ „შუქურა“ – „მეშახტის“ ამხანაგურ დაპირისპირებასაც დაესწრო. 

27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ახალ წესებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარები უმაღლესი ლიგის გუნდებსაც ჩაუტარდათ. 

სემინარებს სამსაჯო განყოფილების უფროსი მენეჯერი ლევან მიქელაძე, მენეჯერი ავთანდილ შალამბერიძე, მსაჯთა განვითარებისა და რეკრუიტირების უფროსი მენეჯერი მამუკა ელიკაშვილი და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კიკაჩეიშვილი უძღვებოდნენ. 4 აგვისტოს სემინარი მსაჯთა დამკვირვებლებისთვისაც ჩატარდა. 

ამჟამად ლექცია-სემინარები მიმდინარეობს პირველი ლიგის კლუბებისათვის. კურსი 9 აგვისტოს დაიწყო და 17 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი და პირველი ლიგის არბიტრებს სპორტული ეკიპირება გადასცა.

სფფ-ის პრესსამსახური