სიახლეები

უმაღლესი ლიგა - II ტური

გაუზიარე

13-14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისი თეთრი და წითელი ჯგუფების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. 

13 აგვისტოს, თეთრი ჯგუფის მატჩები გაიმართა. თბილისის "ლოკომოტივმა" 28-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღეს და უგოლო ფრით გაეყარნენ მეტოქეს.

სტუმრად იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ". იმერლები ქობულეთს ესტუმრნენ და ადგილობრივი "შუქურა" 3-1 დაამარცხეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ. 

დამაჯერებლად მოიგო თბილისის "დინამომ". დედაქალაქელებმა "დინამო არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" უნასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. დინამოელთა მხრიდან გოლებით პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი და ჯიღაური გამოირჩნენ.

წითელი ჯგუფის და მთლიანად მეორე ტურის ტურის ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში შედგა. "ეროსი მანჯგალაძეზე" ერთმანეთს "სამტრედია" და "სიონი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან შეხვედრაში მასპინძლებმა 4-1 გაიმარჯვეს. მათი მხრიდან დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა, თითო გოლი კი, არაბულისა და გამყრელიძის ანგარიშზეა. ბოლნისელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.

დამაჯერებლად იმარჯვა ბათუმის "დინამომ". აჭარლები სტუმრად ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5-0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ 4 ქულა დააგროვეს და "სამტრედიასთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. 

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა გორშიც. მასპინძელმა "დილამ" "ზუგდიდი" სამბურთიანი სხვაობით 4-1 დაამარცხა. გორელებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მეორე ნახევარში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.


ლოკომოტივი - ტორპედო 0-0

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდაშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, უბილავა (72' კიკნაძე), სამურკასოვი (64' დიასამიძე), ჩაგელიშვილი, ზარანდია (57' არდაზიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

ტორპედო: კვასხვაძე, კოლინი, გურული, ტაბატაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვიილი (79' საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში, ენდელაძე (63' ქიმაძე), ფალავანდიშვილი, კვერნაძე (51' კაპანაძე)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯები: ლ. სილგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ნონიკაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 16' ხიდაშელი (ლოკომოტივი), 48' ტუღუში, 70', 81' ტაბატაძე (ორივე ტორპედო), 71' გაბაძე, 72' ჩაგელიშვილი, 86' ფოფხაძე, 89' მახარაძე (ყველა ლოკომოტივი)

გაძევება: 81' ტაბტაძე (ტორპედო)


შუქურა - ჩიხურა 1-3

ქობულეთი, "ჩელე არენა"

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, მალანია (46' ჩელებაძე), ჩაჩუა, კუტალია, შალამბერიძე (64' ომანაძე), საბაძე, კომახიძე, ბერიაშვილი, მამულაშვილი

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (67' დობროვოლსკი), განუგრავა, ლობჟანიძე (79' ლექვთაძე), ტატანაშვილი (78' მუმლაძე), ივანიშვილი, გაბედავა

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 27' გორგიაშვილი, 78' დობროვოლსკი, 81' მუმლაძე (სამივე ჩიხურა)

გოლები: 1-0 ბერიაშვილი (43), 1-1 ლობჟანიძე (56), 1-2 ტატანაშვილი (58), 1-3 მუმლაძე (80)



დინამო თბ - გურია 3-0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"

დინამო თბ: სკრიბე, შპიჩიჩი (62' თევზაძე), ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, რენე, მიკელ ალვარო (46' კიტეიშვილი), პარუნაშვილი, ჯიღაური (66' კურიე), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (69' დიასამიძე), ჩადუნელი, თევზაძე, ნოზაძე, ფელიპე, ჭეჭელაშვილი (46' სტეფნიაშვილი), ჭედია, დინიზი

მთ. მწრთნელი: თემურ მახრაძე

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ს. სპიცინი, ი. კაკაბაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

გაფრთხილება:
89' თევზაძე (დინამო თბ)

გოლები: 1-0 პაპუნაშვილი (26), 2-0 ჭანტურიშვილი (30), 3-0 ჯიღაური (65)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=i1LHLLBRG1k","settings":{"responsive":1,"width":"940","height":"410","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



სამტრედია - სიონი 4-1

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე (90’ გოგიაშვლი), მარკოზაშვილი (60’ გამყრელიძე), რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე (70’ ჯიქია)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

სიონი: ილიუშენკოვი, ფოფხაძე, თოთაძე, კასრაძე, ჯანელიძე (57’ ლობჯანიძე), ვასაძე (53’ ძარია), ჟადერი, გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, ვოლკოვი, შინდაგორიძე (62’ კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ზ. ფიფია, ა. კოკაია, დ. სანოძე (1 დამ.ასისტენტი), გ. ავაზაშვილი (2 დამ.სისტენტი), გ. ვარდიძე (სათადარიგო)

გაფრთხილება: 85’ გამყრელიძე (სამტრედია)

გოლები: 1-0 არაბული (25’), 2-0 ზივზივაძე (50), 3-0 ზივზივაძე (62), 3-1 ვოლკოვი (75), 4-1 გამყრელიძე (85)


დილა - ზუგდიდი 4-1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე, ერისთავი (79’ კურმაშვილი), წიქარიძე, გამცემლიძე (89’ ჯანელიძე), ნონიკაშვილი (62 ჩახვაშვილი), მოდებაძე

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ზუგდიდი: ზარქუა, ჩივკილაძე, აფაქიძე, დინ-კონტე (46’ ლაშხია), ბეჭვაია, ზოზულია, ჭანკოტაძე (46’ კუკავა), ტყემალაძე, გ. სამუშია (81’ საბა ლომია), იოსელიანი, ერმაჩენკო 

მთ. მწვრთნელი: ოთარ გაბელია

მსაჯები: გ ყრუაშვილი, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

გაფრთხილება: 20’ ჩიკვილაძე (ზუგდიდი), 25’ სამხარაძე, 50’ ნონიკაშვილი (ორივე დილა)

გოლები: 1-0 მოდებაძე (8), 2-0 ნონიკაშვილი (17), 3-0 წიქარიძე (28), 3-1 ლაშხია (48), 4-1 ჩახვაშვილი (70)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=a7FJiOmoT7k","settings":{"responsive":1,"width":"910","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



კოლხეთი ფ - დინამო ბთ 0-5

ფოთი, „პარკი არენა“

კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, გედენიძე, ბოლქვაძე (70’ ჯღამაია), გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ივანკო (61’ ქებურია), კორობკა (46’ ლუკავა), ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (77’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, მარიანოვიჩი (81’ თევდორაძე), ლობჯანიძე (67’ კვანტალიანი)

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი 

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. მენთეშაშვილი, ჩიგოგიძე, მაჭარაძე (სათადარიგო)

გაფრთხილება: 67’, 90’ გოგონაია (კოლხეთი ფ)

გაძევება: 90’ გოგონაია (კოლხეთი ფ)

გოლები: 1-0 შონია (19), 2-0 ლობჯანიძე (58), 3-0 მარიანოვიჩი (66), 4-0 გედენიძე (ს.კ.) (86), 5-0 თევდორაძე (პენ) (90)




ფოტო/ვიდეო: 
www.fcdinamo.ge, www.fcloco.ge, www.fcdila.ge, www.fcchikhura.ge

სფფ-ის პრესსამსახური