14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში შედგა. "ეროსი მანჯგალაძეზე" ერთმანეთს "სამტრედია" და "სიონი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიან შეხვედრაში მასპინძლებმა 4-1 გაიმარჯვეს. მათი მხრიდან დუბლით ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა, თითო გოლი კი, არაბულისა და გამყრელიძის ანგარიშზეა. ბოლნისელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.
დამაჯერებლად იმარჯვა ბათუმის "დინამომ". აჭარლები სტუმრად ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5-0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ 4 ქულა დააგროვეს და "სამტრედიასთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.
უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა გორშიც. მასპინძელმა "დილამ" "ზუგდიდი" სამბურთიანი სხვაობით 4-1 დაამარცხა. გორელებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მეორე ნახევარში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე (90’ გოგიაშვლი), მარკოზაშვილი (60’ გამყრელიძე), რაჟამაშვილი, მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე (70’ ჯიქია)
მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე
სიონი: ილიუშენკოვი, ფოფხაძე, თოთაძე, კასრაძე, ჯანელიძე (57’ ლობჯანიძე), ვასაძე (53’ ძარია), ჟადერი, გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, ვოლკოვი, შინდაგორიძე (62’ კობახიძე)
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ზ. ფიფია, ა. კოკაია, დ. სანოძე (1 დამ.ასისტენტი), გ. ავაზაშვილი (2 დამ.სისტენტი), გ. ვარდიძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 85’ გამყრელიძე (სამტრედია)
გოლები: 1-0 არაბული (25’), 2-0 ზივზივაძე (50), 3-0 ზივზივაძე (62), 3-1 ვოლკოვი (75), 4-1 გამყრელიძე (85)
დილა - ზუგდიდი 4-0
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე, ერისთავი (79’ ყურმაშვილი), წიქარიძე, გამცემლიძე (89’ ჯანელიძე), ნონიკაშვილი (62 ჩახვაშვილი), მოდებაძე
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი: ზარქუა, ჩივკილაძე, აფაქიძე, დინ-კონტე (46’ ლაშხია), ბეჭვაია, ზოზულია, ჭანკოტაძე (46’ ლუკავა), ტყემალაძე, გ. სამუშია (81’ საბა ლომია), იოსელიანი, ერმაჩენკო
მთ. მწვრთნელი: ოთარ გაბელია
მსაჯები: გ ყრუაშვილი, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)
გაფრთხილება: 20’ ჩიკვილაძე (ზუგდიდი), 25’ სამხარაძე, 50’ ნონიკაშვილი (ორივე დილა)
გოლები: 1-0 მოდებაძე (8), 2-0 ნონიკაშვილი (17), 3-0 წიქარიძე (28), 3-1 ლაშხია (48), 4-1 ჩახვაშვილი (70)
კოლხეთი ფ - დინამო ბთ 0-5
ფოთი, „პარკი არენა“
კოლხეთი ფ: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, გედენიძე, ბოლქვაძე (70’ ჯღამაია), გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ივანკო (61’ ქებურია), კორობკა (46’ ლუკავა), ნიქაბაძე
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, გეგჭკორი (77’ ჭკუასელი), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, მარიანოვიჩი (81’ თევდორაძე), ლობჯანიძე (67’ კვანტალიანი)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. მენთეშაშვილი, ჩიგოგიძე, მაჭარაძე (სათადარიგო)
გაფრთხილება: 67’, 90’ გოგონაია (კოლხეთი ფ)
გაძევება: 90’ გოგონაია (კოლხეთი ფ)
გოლები: 1-0 შონია (19), 2-0 ლობჯანიძე (58), 3-0 მარიანოვიჩი (66), 4-0 გედენიძე (ა.გ) (86), 5-0 თევდორაძე (პენ) (90)
სფფ-ის პრესსამსახური