სიახლეები

უმაღლესი ლიგა - თეთრი ჯგუფი

გაუზიარე

13 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" 28-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღეს და უგოლო ფრით გაეყარნენ მეტოქეს.

სტუმრად იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ". იმერლები ქობულეთს ესტუმრნენ და ადგილობრივი "შუქურა" 3-1 დაამარცხეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.

დამაჯერებლად მოიგო თბილისის "დინამომ". დედაქალაქელებმა "დინამო არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" უნასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. დინამოელთა მხრიდან გოლებით პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი და ჯიღაური გამოირჩნენ.

ლოკომოტივი - ტორპედო 0-0

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ხიდაშელი, მახარაძე, გაბაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, უბილავა, სამურკასოვი, ჩაგელიშვილი, ზარანდია

მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

ტორპედო: კვასხვაძე, კოლინი, გურული, ტაბატაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვიილი, დოლიძე, ტუღუში, ენდელაძე, ფალავანდიშვილი, კვერნაძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯები: ლ. სილგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ნონიკაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 16' ხიდაშელი (ლოკომოტივი), 48' ტუღუში, 69', 80' ტაბატაძე (ორივე ტორპედო), 70' გაბაძე, 71' ჩაგელიშვილი (ორივე ლოკომოტივი)


შუქურა - ჩიხურა 1-3

ქობულეთი, "ჩელე არენა"

შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ჭეჟია, მალანია, ჩაჩუა, კუტალია, შალამბერიძე, საბაძე, კომახიძე, ბერიაშვილი, მამულაშვილი

მთ. მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თ. გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე, ტატანაშვილი, ივანიშვილი, გაბედავა

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

გოლები: 1-0 ბერიაშვილი (43), 1-1 ლობჟანიძე (56), 1-2 ტატანაშვილი (58), 1-3 მუმლაძე (80)



დინამო თბ - გურია 3-0

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"

დინამო თბ: სკრიბე, შპიჩიჩი (62' თევზაძე), ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, რენე, მიკელ ალვარო (46' კიტეიშვილი), პარუნაშვილი, ჯიღაური (66' კურიე), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გურია: იმერლიშვილი, ცინცაძე, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (69' დიასამიძე), ჩადუნელი, თევზაძე, ნოზაძე, ფილიპე, ჭეჭელაშვილი (46' სტეფნიაშვილი), ჭედია, დინიზი

მთ. მწრთნელი: თემურ მახრაძე

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ს. სპიცინი, ი. კაკაბაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

გაფრთხილება: 89' თევზაძე (დინამო თბ)

გოლები: 1-0 პაპუნაშვილი (26), 2-0 ჭანტურიშვილი (30), 3-0 ჯიღაური (65)





ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fcloco.ge, www.fcchikhura.ge

სფფ-ის პრესსამსახური