12 აგვისტოს, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ლაგოდეხის ბაზაზე სომეხ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. ანგარიში 53-ე წუთზე ირინა ხაბურძანიამ გახსნა, მეორე გოლი კი 89-ე წუთზე ელენა რაუხის ანგარიშიზეა. შეგახსენებთ, რომ პირველი ამხანაგური მატჩიც გივი კვარაცხელიას გუნდის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
საქართველო ქ U19 - სომხეთი ქ U19 2-0
ლაგოდეხი
საქართველო ქ U19: გაბუნია, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, ჯანიკაშვილი (46’ რაუხი), დ. ანთაძე, შახკულიანი, შონია (70’ ეპიტაშვილი), ხაბურძანია, დოლიძე, ნარსია (80’ რაუხი), კირვალიძე
მთ. მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
გაფრთხილება: 17’ ხაბურძანია, 31’ სახინოვა, 40’ დ. ანთაძე, 70’ ანტონიანი
გოლი: 1-0 ხაბურძანია (53), 2-0 რაუხი (89)
სფფ-ის პრესსამსახური
ქალთა ნაკრები
გაუზიარე