სიახლეები

მეორე ლიგის წილისყრა

სფფ
გაუზიარე
11 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფედერაციის ხელძღვანელები რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდნენ. მოგეხსენებათ, რომ წლეულს მეორე ლიგის გათამაშებაში გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილოებას. აქედან გამომდინარე დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სწორედ მეორე ლიგის ჩასატარებლად აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები იყო. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეორე ლიგის წილისყრა გაიმართა და გათამაშების მონაწილე 66 გუნდი ტერიტორიული პრინციპით 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ტურნირი ორ წრედ ჩატარდება, 1 სექტემბერს დაიწყება და ჯგუფების გამარჯვებულები ზედა დივიზიონში აღზევდებიან. თითოეული ჯგუფიდან 5-5 გუნდი კი, ადგილს შეინარჩუნებს. 





სფფ-ის პრესამსახური