საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა ლაგოდეხის ბაზაზე სომეხ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. დაძაბული მატჩი ქართველთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ქრისტინე შახკულიანის ანგარიშზეა, მან მეტოქის კარის აღება 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა.
გივი კვარაცხელიას გუნდი სომხებთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა 12 აგვისტოს კვლავ ლაგოდეხში გაიმართება.
საქართველო ქ U19 - სომხეთი ქ U19 1-0
ლაგოდეხი
საქართველო ქ U19: გაბუნია, კალანდაძე (58’ ჯანელიძე), ს. ანთაძე (43’ ეპიტაშვილი), ჯანიკაშვილი (46’ რაუხი), დ. ანთაძე, შახკულიანი, შონია, ხაბურძანია (72’ ჩხარტიშვილი), დოლიძე, ნარსია, კირვალიძე (59’ კენჭოშვილი)
მთ. მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
გაფრთხილება: 57’ ნარსია, 62’ ეპიტაშვილი, 67’ ჰოვანესიანი
გაძევება: 17’ პიზოლორა
გოლი: 1-0 შახკულიანი (პენ) (31)
ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე