11 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სამუშაო შეხვედრას გამართავს რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებთან. სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება მეორე ლიგის ჩასატარებლად აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.წლეულს, გარდამავალ სეზონში, მეორე ლიგაში კლუბების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მოგროვდა, რის გამოც სფფ-მ მიიღო გადაწყვეტილება ჩემპიონატის გეოგრაფიული პრინციპით 8 ჯგუფად დაყოფის შესახებ. რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სწორედ ამ ჯგუფების დაკომპლექტებაც მოხდება.
სფფ-ის პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე