სიახლეები

ხსოვნის ტურნირი გორში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

9 აგვისტოს, გორში ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალურ შეხვედრებში გოგონებმა იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

გადამწყვეტ მატჩში ხობის გუნდმა გორის გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ლევან კობიაშვილმა ფინალისტები დააჯილდოვა და მონაწილე გუნდებს საჩუქრები გადასცა.













სფფ-ის პრსსამსახური