სიახლეები

შეხვედრა ბავშვთა საფეხბურთო გუნდთან

სფფ
გაუზიარე

6 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წყნეთში საფეხბურთო გუნდ „მებრძოლების“ ფეხბურთელებს შეხვდა. ბავშვთა საფეხბურთო გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აპრილში ჩამოყალიბდა და 30-მდე  აუტიზმის მქონე ბავშვს აერთიანებს.

პატარა ფეხბურთელებთან მწვრთნელთან ერთად ფსიქოლოგიც მუშაობს, ვარჯიშები კი, რომელიც კვირაში სამჯერ იმართება, მოიცავს როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ კომპონენტს. 

ლევან კობიაშვილმა ბავშვებს საჩუქრად სრული სპორტული ეკიპირება და ბურთები გადასცა. სფფ-ის პრეზიდენტი გუნდის ვარჯიშსაც დაესწრო.



სფფ-ის პრესსამსახური