სიახლეები

შეხვედრა ყაზბეგში

სფფ
გაუზიარე
23 ივლისს ყაზბეგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ადგილობრივ ბავშვთა ფეხბურთის გუნდს შეხვდა. ყაზბეგში ბავშვთა საფეხბურთო გუნდი რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. გუნდში 80 სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელი ვარჯიშობს.

ლევან კობიაშვილი ბავშვებს ქართულ ფეხბურთზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ეკიპირება და ბურთები გადასცა. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე და ყაზბეგის გამგებელი დაესწრნენ.





სფფ-ის პრესსამსახური