სიახლეები

სტადიონების ინსპექტირება გრძელდება

სფფ
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში სტადიონებისა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესწავლას ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ. ამ მიზნით, ინსპექტირების ჯგუფმა, სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსის მამუკა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა სტადიონი შეამოწმა. ანალიზის შემდეგ ჯგუფმა ინსპექტირების შედეგები სფფ-ის ხელმძღვანელობას წარუდგინა, რის შემდეგაც დასკვნა კლუბებს გაეგზავნებათ.
კომისია მანამდე კახეთში იმყოფებოდა, სადაც კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, დაწვრილებით შეისწავლა საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროს, ნაფარეულის, ჭაბუკიანის, ტიბაანის, საქობოს, გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის და ძველი ანაგის მდგომარეობა.
სფფ-ის პრესსამსახური