სიახლეები

მსაჯთა სემინარი „ბასაზე“

აკადემია
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მსაჯთა სემინარი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს აერთიანებს. სემინარს მთელი საქართველოდან მოწვეული 20 ახალგაზრდა მსაჯი ესწრება. მათი უმეტესობა ასევე ჩართულია „რეგიონთა თასის“ გათამაშებაში. სემინარი ფიფას სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ოთხდღიანი კურსის ფარგლებში დღეს ახალგაზრდა მსაჯებს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე შეხვდა. სემინარის მონაწილეები დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დაესწრებიან,რომელიც დინამო თბილისსა და ერევნის ალაშკერტს შორის 21 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური