სიახლეები

თბილისის ლიგა 2016-ის ფინალი 9 ივლისს გაიმართება

აკადემია
გაუზიარე

9 ივლისს, 17:30 საათზე, საფეხბურთ მოედან „ბენდელაზე“ „თბილისის ლიგა 2016“-ის ფინალური მატჩი გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საბურთალოს „ფეოლა“ და „ვაზის უბანი“ დაუპირისპირდებიან. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. „თბილისის ლიგა 2016“ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

სფფ-ის პრესსამსახური